saWmeli sokoebi - Zabrasoko
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомикота |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Лисичковые |
Семейство: | Лисичковые |
Род: | Вороночник |
Вид: | Вороночник рожковидный |
Международное научное название: | Craterellus cornucopioides |
ძაბრასოკო - (ინგ. Craterellus cornucopioides) (რუს. Вороночник рожковидный)
სინონიმი: უცნობია.
ძაბრისებრთა გვარის სოკო მიქლიოსებრთა ოჯახისა. ფორმიდან გამომდინარე ამ სოკოს ფინეთში ეძახიან შავ რქას (ფინ. Mustatorvisieni), გერმანიაში მკვდრების მილს (გერმ. Totentrompete), საფრანგეთში სიკვდილის მილს (ფრანგ. Trompette de la mort), ინგლისში სიუხვის რქას (ინგ.Horn of Plenty).
აღწერა
ნაყოფის სხეულები მილისმაგვარი ან თასისმაგვარი, ძირისკენ შევიწროვებული, სიმაღლე 5-12სმ, ქუდის ფუყე ჩაღრმავებები გადადის ფეხის ღრუში. ქუდი ღრმა ძაბრის სახით (დიამეტრი 3-8სმ) გარეთ გადმობრუნებული ტალღოვანი კიდეებით, რაც ზრდასრულ სოკოებს უხდებათ ან დახეულია ან დამსკდარი. ზედა (შიგნითა) ზედაპირი ნაყოფის სხეულს ბოჭკოვანი აქვს, პატარა ქერცლებით; ნორჩ სოკოებს შავი-მურა, მოწიფულებს მუქი ნაცრისფერი თითქმის შავი. ქვედა (შიგნითა) ზედაპირი მონაცრისფრო-მურა, დაფარულია გლუვი (ნორჩი სოკოები), ოდნავ ნაოჭიანი ან ხორკლიანი ჰიმენიუმით მონაცრისფრო ან მოლურჯო ფერის; სპორების მომწიფების მერე გამოიყურება დაფხვნილივით. სოკოების გამოშრობის მერე ხდება ღია ფერის. ხანდახან გვხვდება ღია ყვითელი ეგზემპლიარები, რომლებიც ადრე ცალკე სახეობად Craterellus konradii იყო გამოყოფილი.
ფსევდოფირფიტები, დამახასიათებელია მიქლიოსთვის, რქისმაგვარ ძაბრა სოკოს არ აქვს.
სპორების ფხვნილი თეთრი ან მოყვითალო. სპორები ზომით 8-14 х 5-9მკმ, კვერცხისებურ-ელიფსისებური, გლუვი, უფერო.
ფეხი ძალიან მოკლე, 0,8-1სმ სისქის, ბაზისკენ შევიწროვებული, უხეში, იგივე ფერის, რაც ქუდი.
სოკოს რბილობი ძალიან თხელია, მტვრევადი, აპკიანი, ნორჩ სოკოებს მუქი ნაცრისფერი, ნაცრისფერი-შავი ან შავი-ყავისფერი, ზრდასრულებს თითქმის შავი ფერის. სუნი და გემო უმ სოკოებს ფაქტიურად არ აქვთ, პირიქით, თერმული დამუშავების და გახმობის მერე უმძაფრდებათ.
ეკოლოგია და გავრცელება
ჩვეულებრივ მიჩნეულია როგორც მიკორიზული (ფესვიანი) სოკო, მაგრამ საიტზე www.mushroomexpert.com სავარაუდოდ განსაზღვრულია როგორც საპროფიტი სოკო.
იზრდება ნოტიო ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ასევე მუხის და წიფელის ჩამოცვენილ ფოთლებზე, თიხიან და კირიან ნიადაგზე; უპირატესობას ანიჭებს გახსნილ, ნათელ ადგილებს, ბილიკებს, გზებს და თხრილების ნაპირებს. გავრცელებულია მთიან რაიონებშიც. გვხვდება ჯგუფებად 4 ან მეტი ერთად შეზრდილი ეგზემპლარი ან საერთოდ კოლონიებად, მაგრამ თავისი შეფერილობიდან გამომდინარე ადვილად ერწყმის ჩამოცვენილ ფოთლებს და მისი აღმოჩენა ძალიან ძნელია.
ძაბრასოკო რქისმაგვარი ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონებში ტროპიკებამდე, იზრდება ევროპაშიც, აზიაშიც (იაპონიის ჩათვლით), ჩრდილოეთ ამერიკაში. რუსეთის ფედერაციაში იზრდება რუსეთის ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთ კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, ალტაის მხარეში, შორეულ აღმოსავლეთში.
სეზონი ივლისის დასაწყისიდან სექტემბერ-ოქტომბრის ბოლომდე (უხვად მოდის აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე). თბილ, უთოვლო ზამთრის რეგიონებში გვხვდება ნოემბრამდეც.
მსგავსი სახეობები
ძაბრასოკო რქისმაგვარი ადვილად ამოსაცნობია თავისი თასისმაგვარი ფორმის, მუქი შეფერილობის და მჭიდრო ჯგუფებად ამოსვლის ტენდენციიდან გამომდინარე. მონათესავე სახეობაა ძაბრასოკო დაკლაკნილი (Craterellus sinuosus), რომელიც ძაბრასოკო რქისმაგვარისგან განსხვავდება უფრო ნათელი, მოყვითალო შეფერილობით და ძალიან დანაწევრებული ქუდით. მიქლიოების გვარის სახეობებისგან განსხვავებით (მაგალითად ნაცრისფერი მიქლიო) ძაბრასოკო რქისმაგვარს არ აქვს ქუდის ქვედა ზედაპირზე ფსევდოფირფიტები.
გააჩნია ზოგიერთი მსგავსება ურნულა სასმისისმგავრთან („ბოკალისმაგვარი“) (Urnula craterium) (შვეინცი), მკვრივ კანიანი სასმისისმაგვარი სოკო თითქმის შავი ფერის. მისგან განსხვავებით ძაბრასოკო რქისმაგვარი მტვრევადია და თასის ფორმა აქვს გადმობრუნებული კიდეებით.
საკვები ღირებულებები
საჭმელი სოკო, დასავლეთ ევროპაში დელიკატესად ითვლება. არ საჭიროებს წინასწარ დამუშავებას. საკვებად გამოიყენება სოკოების მხოლოდ მილისებური ძაბრი, უფრო უხეში ერთიანი ფეხი უნდა მოცილდეს. კარგია შემწვარი, მოთუშული, წვნიან კერძებში, საწებელებში და სანელებლად. ხარშვისას შავ ფერ იღებს. მიქლიოებისგან განსხვავებით ეს სოკო კარგად ხმება, თუმცა მტვრევადი ხდება და იფშვნება. ამის გამო გემო ოდნავ უმძაფრდება. გამხმარი სახით სოკო სხვ.სხვ საწებელებში გამოიყენება.
სინონიმები:
• PezizacornucopioidesL.basionym
• Cantharellus cornucopioides (L.) FR.
• Merulius cornucopioides (L.) PERS.
• Pezicula cornucopioides (L.) PAULET
• Sterbeeckia cornucopioides (L.) DUMORT. და სხვა.
სხვა რუსული დასახელებები:
• კრატერელიუსი რქისმაგვარი
• ძაბრასოკო ძაბრისმაგვარი
• მილისოკო რქისმაგვარი
• მიქლიო ნაცრისფერი (შეცდომით)
• ძაბრასოკო ნაცრისფერი